„ოქროსფერი შემოდგომა“- ქვემო კაპანახჩის საჯარო სკოლაში შემოქმედებითი კონკურსი გაიმართა 
12-12-2024

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო კაპანახჩის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეების განვითარებასა და მოტივირებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამჯერად, სკოლაში კონკურსი - „ოქროსფერი შემოდგომა“ გაიმართა. მის ფარგლებში, მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრები სასკოლო საზოგადოების წინაშე წარადგინეს. ბოლოს კი, საუკეთესოები სიგელებითა და პრიზებით დაჯილდოვდნენ.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა ღონისძიებაზე შემოდგომის შესახებ ლექსები წაიკითხეს, იცეკვეს და იმღერეს. მათვე სხვადასხვა წარმოდგენა გამართეს და შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს.

კონკურსი მასწავლებლის - მაჰნურ ანვაროვას ინიციატივით გაიმართა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203