ყვარლის N2 საჯარო სკოლაში  ადამიანის უფლებათა დღეს მოსწავლეთა კონფერენცია მიეძღვნა
12-12-2024

10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დღე აღინიშნა. ყვარლის N2 საჯარო სკოლაში თარიღს საინტერესო ღონისძიებით გამოეხმაურნენ.

სკოლის თვითმმართველობამ, სამოქალაქო განათლების პედაგოგის, მოსწავლეთა თვითთმართველობის ხელმძღვანელის - თინა ნაზრიშვილის ინიციატივით, მოსწავლეთა კონფერენცია ჩაატარა. 

კონფერენციის მთავარი ლოზუნგი იყო ისეთი ფუნდამენტური ღირებულებები, როგორიცაა - თავისუფალი ადამიანი, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და სხვა დემოკრატიული ღირებულებები.

მოსწავლეები კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ. 

ძალიან საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს მოსწავლეებმა: თიკა ბაღაღოშვილმა, გვანცა ჩიხრაძემ, თამარ იორდანიშვილმა, ნინო ღონიაშვილმა, სალომე მეტრეველმა, გივი იმერლიშვილმა, ნინო კონჭოშვილმა, ლიკა გეთიაშვილმა, ბექა ბაბლომაშვილმა და რატი სურამლიშვილმა.

კონფერენციას ესწრებოდნენ პედაგოგები და სკოლის მოსწავლეები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203