„მხიარული ციფრები“ - წალენჯიხის N6 სკოლის პირველკლასელთა საინტერესო და სახალისო აქტივობებით გაჯარებული გაკვეთილი
12-12-2024

წალენჯიხის N6 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ და მოსწავლეებს გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ. 

მათ შორის აღსანიშნავია პირველკლასელთა მათემატიკის სახალისო და საინტერესო გაკვეთილი. პატარებმა მხიარულად წარმოადგინეს მათემატიკური ციფრები.

სხვადასხვა აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი სახალისოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა. 

მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გაკვეთილს ესწრებოდნენ მშობლები, რომლებმაც მადლიერება გამოხატეს პედაგოგ მარინე მიქაიას მიმართ. სკოლის დირექცია მადლობას უხდის მასწავლებელს და პატარებს აქტიურობისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203