ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ კატნატუს საჯარო სკოლის მასწავლებლები სასწავლო პროცესს სხვადასხვა საინტერესო აქტივობით ამრავალფეროვნებენ.
ამჯერად, მე-6 კლასში ისტორიის მასწავლებლის - ნატალია ბდოიანის ხელმძღვანელობით, ღია გაკვეთილი ჩატარდა, რომლის თემაც „სამცხე-ჯავახეთი“ იყო.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს სამცხე-ჯავახეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ მეტი ინფორმაცია გაეგოთ და საქართველოს კულტურისა და ისტორიის განვითარებაში მათი ადგილი განესაზღვრათ.
გაკვეთილმა დიდი წარმატებით ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: