ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები.
მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე.
8 ნოემბერს, სკოლაში დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის დაბადებიდან 187-ე წლისთავი აღინიშნა. გაიმართა საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიება.
სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის - ალიდა მამედალიზადეს ხელმძღვანელობით, მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის ავტობიოგრაფიასა და მოღვაწეობის შესახებ მოამზადეს პრეზენტაციები და კედლის გაზეთი.
მოსწავლეებმა ილიას ლექსები მხატვრულად წარმოთქვეს და მწერილის შემოქმედება გააცოცხლეს.
იხილეთ ფოტოები: