იხტილის საჯარო სკოლაში საახალწლო საქველმოქმედო ღონისძიებისთვის შემოწირულობა გროვდება 
12-12-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში წინასაახალწლო სამზადისია, რომელშიც აქტიურად არიან ჩართულნი როგორც მოსწავლეები, ასევე პედაგოგები.

პედაგოგის - ჟანნა ბახჩაგულიანის ხელმძღვანელობით, პირველკლასელებმა ლამაზად, მრავალფეროვანი დეკორაციებით მორთეს საკლასო ოთახი. მათ კლასში ნაძვის ხე დადგეს და გააფორმეს.

აღსანიშნავია, რომ ისინი ასევე საქველმოქმედო ღონისძიებას გეგმავენ და შემოწირულობას აქტიურად აგროვებენ.

პირველკლასელებმა უკვე მისალოცი ბარათებიც დაამზადეს, სადაც ახალი წლის სურვილები დაწერეს და საზოგადოებას საუკეთესო წელი უსურვეს.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.

იხილეთ ვიდეო  


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203