„პლანეტის საგზაო ენა“ - იხტილის საჯარო სკოლის მე-7 კლასელთა სამოქალაქო განათლების საინტერესო გაკვეთილი და ორიგინალური აქტივობა
12-12-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, ასეთი საინტერესო და ორიგინალური სკოლის მე-7 კლასში ჩატარებული სამოქალაქო განათლების გაკვეთილი იყო.

მე-7 კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე, ორიგინალური საკლასო აქტივობა სახელწოდებით, „პლანეტის საგზაო ენა“ განახორციელეს.

ბავშვებმა საგზაო ნიშნების შესახებ პოსტერები გააკეთეს, სადაც ცოდნა და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203