
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული.
იქ, სასწავლო წლის განმავლობაში, საინტერესო ღონისძიებები ხშირად ეწყობა. ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლეებმა აქტივობა - „კრეატიული საათი“ განახორციელეს.
მის ფარგლებში, მოსწავლეებმა 1-დან 12-ის ჩათვლით რიცხვები მხოლოდ ერთიანის, ორიანისა და სამიანის საშუალებით გამოსახეს. მათ ამისთვის სხვადასხვა მათემატიკური მოქმედება შეასრულეს.
აქტივობამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, მოსწავლეებმა კი დრო შინაარსიანად გაატარეს.
იხილეთ ფოტოები: