კვალითის საჯარო სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობით აღინიშნა 
12-12-2024

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის საჯარო სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს გამოეხმაურნენ. 

თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, პრეზენტაცია ჩატარდა. გარდა ამისა, მოსწავლეებმა ნახეს მცირემეტრაჟიანი ფილმი - „არ შემიცოდო“. მათვე პლაკატი მოამზადეს, რომლის მთავარი გზავნილიც იყო - „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“.

აქტივობებში თითოეული მოსწავლე მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო. მათ შესაძლებლობები წარმატებით გამოავლინეს და ცოდნა კიდევ უფრო მეტად გაიღრმავეს. 

„მადლობა, ლოლა დარსაძეს, ხათუნა ბარბაქაძესა და მარიამ ურიადმყოფელს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203