„საუფლო ჩემი“ - ანა კალანდაძის საიუბილეო ღონისძიება დაბლაციხის საჯარო სკოლაში
12-12-2024

15 დეკემბერი ანა კალანდაძის დაბადების დღეა. წელს ქართული პოეზიის დედოფლის დაბადებიდან 100 წელი გადის. ეს გამორჩეული თარიღი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა. 

10 დეკემბერს დაბლაციხის საჯარო სკოლაში ჩატარდა პოეზიის დედოფლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება სახელწოდებით - „საუფლო ჩემი“. 

მოსწავლეებმა ზღაპრული გარემო მოაწყვეს, პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებას ხოტბა შეასხეს, მისი უკვდავი ლექსები მხატვრულად წაიკითხეს. 

ბავშვებმა პოეტის შემოქმედება განსაკუთრებული სულისკვეთებით გააცოცხლეს და შემომქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.  

ცნობილი ქართველი პოეტი ანა კალანდაძე 1924 წელს დაიბადა, 15 დეკემბერს მისი დაბადებიდან 100 წელი გავა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203