
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლა მთის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
ბუნებისმეტყველების პედაგოგმა - სოფიკო კაპანაძემ მე-4 და მე-6 კლასებში ჩაატარა ღონისძიება -„მთის სევდა“. მოსწავლეებმა ისაუბრეს მთის პრობლემებზე, მიტოვებულ სოფლებსა და ასევე ახალ სასიხარულო ტენდენციაზე, სოფელში დაბრუნებულ ახალგაზრდა ოჯახებზე.
ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად ინფორმაციული და საინტერესო აღმოჩნდა, მოიცავდა მსჯელობას, ინფორმაციის მოძიებასა და არაერთ საინტერესო აქტივობას.
11 დეკემბერს მთის საერთაშორისო დღე აღინიშნება. მთების მნიშვნელობისადმი გაზრდილი ინტრესის გამო 2002 წელს შემუშავდა გაერო-ს რეზოლუცია 57/245, რომლითაც გენერალურმა ასამბლეამ 11 დეკემბერი მთის საერთაშორისო დღედ აღიარა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა მისი აღნიშვნისკენ, რათა უფრო თვალსაჩინო გამხდარიყო მთის მდგრადი განვითარების მნიშვნელობა.
იხილეთ ფოტოები: