ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლე ანასტასია გურეშიძე ტაეკვანდოში საქართველოს ჩემპიონი მეოთხედ გახდა
11-12-2024

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში წარმატებული და მიზანდასახული მოსწავლეები სწავლობენ. 

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მათგანი პედაგოგ ფიქრია ჯიმშელეიშვილის სადამრიგებლო - მე-10 კლასის მოსწავლე ანასტასია გურეშიძე გახლავთ. ის 10 წელია, რაც კორეულ საბრძოლო ხელოვნებას, ტაეკვანდოს ეუფლება.

ანასტასია გურეშიძე საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი და საქართველოს ნაკრების წევრია. ის საქართველოს ჩემპიონი მეოთხედ სწორედ ახლახან გახდა და აღსანიშნავია, რომ სწავლაშიც სანიმუშოა.

„ვულოცავთ ანასტასიას ამ გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203