ნოქალაქევის საჯარო სკოლის მე-5 კლასელთა საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ორი საგნის ინტეგრირებული გაკვეთილი 
11-12-2024

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა.

ახლახან, V კლასში მეორე უცხოურ (რუსულ) ენასა და კომპიუტერულ ტექნოლოგიებში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა. მას მასწავლებლები  - ელენე ბაღათურია და ლია ხელაია ხელმძღვანელობდნენ. 

აღნიშნული გაკვეთილის თემა - Моя семья (ჩემი ოჯახი) გახლდათ. გაკვეთილს შემდეგი მიზნები ჰქონდა: ილუსტრაციაზე მუშაობა, მოკლე ტექსტის მოსმენა, მოსმენილი ინფორმაციის გააზრება, ახალი ლექსიკური ერთეულების შესწავლა, კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით.

გაკვეთილი მრავალფეროვანი აქტივობებისგან შედგებოდა. მოსწავლეებმა უყურეს ვიდეორგოლს ახალ თემაზე - Моя семья. მოკლე ტექსტს მოუსმინეს და გაიგეს ინფორმაცია ანას ოჯახზე, ასევე, უპასუხეს დასმულ შეკითხვებს.

მოსწავლეებმა საკუთარი ოჯახის წევრების გაცნობის მიზნით, ფოტოსურათებით საინტერესო პრეზენტაცია გამართეს. ისინი ახალ ასო-ბგერებს გაეცნენ და მათი მართლწერის ნორმების შესასწავლად, ვიდეო-რგოლებს უყურეს.

მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩაერთნენ. გაკვეთილს ხარისხის მართვის ჯგუფი: სკოლის დირექტორი - ნანა ჯგერენაია და დირექტორის მოადგილე - ციალა გოგოლი ესწრებოდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203