ვაზიანის საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კუთვნილ მედლები გადაეცათ
11-12-2024

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას სთავაზობს. პედაგოგები და დირექცია თავს არ ზოგავენ იმისთვის, რომ ბავშვებმა წარმატებებს მიაღწიონ.

ამას ადასტურებს სკოლის კურსდამთავრებულების მიღწევებიც. 

მათ შორის აღსანიშნავია, რომ სკოლის კურსდამთავრებულებს: გიორგი ჟამურელს, ნინი დალაქიშვილს, გვანცა დალაქიშვილს წარჩინებული სწავლისთვის კუთვნილი ოქროს მედლები და სიგელები გადაეცათ.

კურსდამთავრებული მარიამ ოღრაპიშვილი კი დაჯილდოვდა ვერცხლის მედლით და სიგელით.

ამასთან დაკავშირებით სკოლაში პატარა ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე მიწვეულმა სტუმრებმა და მოსწავლეებმა მიულოცეს და გაიზიარეს მათი სიხარული. 

„ვულოცავთ ჩვენს საამაყო კურსდამთავრებულებს. მომავალშიც უამრავი წარმატება მოგველოცოს. ვისურვებდით Მომავალშიც კიდევ ბევრი მედალოსანი მოსწავლე აღგვეზარდოს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

 შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...