კვალითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და შემოქმედებას ღონისძიებებით შეასხეს ხოტბა 
11-12-2024

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. 

მათ შორის, სკოლაში VIII-X კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო - „მამული, ენა, სარწმუნოება“ ჩატარდა. მის ფარგლებში მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს, სხვადასხვა შემოქმედებითი ნომერი გამართეს და სასკოლო საზოგადოების სიმპატია დაიმსახურეს. მათ და ქართულის პედაგოგ ციცინო აბჟანდაძეს სკოლაში მადლობას უხდიან. 

გარდა ამისა, ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაზე დაყრდნობით, ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია მე-9 კლასის მოსწავლეებმაც გამართეს. ღონისძიებისას, თავად ილია ჭავჭავაძის სიტყვები - „აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენია“ ისმოდა.

აღნიშნული კომპოზიციის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს ერის სულიერი მოძღვრის ცხოვრების ძირითად ეპიზოდებზე.

„მადლობა მე-9 კლასის მოსწავლეებს და მათ პედაგოგს - ელისო ბერაძეს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203