„ჩვენი დიდი იაკობი“ - რცხმელურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „დედაენის“ შემქმნელის შემოქმედება გააცოცხლეს
11-12-2024

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის მე-2 კლასში, (დამრიგებელი სოფიკო ტვილდიანი) იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა.

სკოლის ბიბლიოთეკაში მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. 

ბავშვებმა წაიკითხეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები, ისაუბრეს მასში არსებულ მორალზე და მოთხრობების მიხედვით შექმნეს ილუსტრაციები. მათ ასევე, წერილი მისწერეს დიდ მწერალს.

მოსწავლეებმა ფურცლებზე გადაიტანეს დიდი მწერლის ბიოგრაფია. ეს ყველაფერი კი შემდეგ წარადგინეს ღონისძიებაზე, სახელწოდებით, „ჩვენი დიდი იაკობი“, სადაც პრეზენტაციის ფონზე „გააცოცხლეს“ მისი შემოქმედება.

„მოსწავლეებმა ასევე, გაითამაშეს სცენები მოთხრობებიდან და სასიამოვნო სიმღერებით გააფორმეს.

ბოლოს კი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ალაპარაკებული იაკობ გოგებაშვილის მადლობაც მოისმინეს“, - გვიყვებიან სკოლაში.

აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203