ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა XIX საუკუნის ლიტერატურული სალონის ატმოსფერო გააცოცხლეს
11-12-2024

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეთა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი მეტად ორიგინალურად წარიმართა. მე-9 კლასელებმა XIX საუკუნის ლიტერატურული სალონის ატმოსფერო გააცოცხლეს და ქართველ რომანტიკოსთა პოეზია, მათი ყოფა-ცხოვრება საინტერესოდ შეისწავლეს. 

„XIX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოში ინტელიგენციის თავშეყრის ერთ-ერთი ადგილი ლიტერატურული სალონი იყო. საქართველოში სალონებში იკრიბებოდნენ მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, უცხოელი სტუმრები. ეწყობოდა ახალი ნაწარმოებების კითხვა და განხილვა, მზადდებოდა კულტურული ღონისძიებები და თეატრალური წარმოდგენები.

საგაკვეთილო პროცესი რომ საინტერესო და სახალისო გავხადოთ, შესაძლებელია, საკლასო ოთახმა სხვა სივრცეში გადაინაცვლოს, ამჯერად ჩვენი სივრცე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ლიტერატურული სალონი აღმოჩნდა“,- გვიყვებიან სკოლაში. 

გაკვეთილის თემა იყო - „პოეზია უპირველეს ყოვლისა“, აქტივობას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დოდო ქათამაძე.

ტყიბულის N6 სკოლის IX კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი - კოტე გოშხეთელიანი) ფიქრობენ, რომ ასეთი გაკვეთილები უფრო საინტერესოსა და დასამახსოვრებელს ხდის საგაკვეთილო პროცესს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203