
თელავის N6 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები თემატური აქტივობებით აღინიშნება.
რასაკვირველია, სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე დარჩენილა.
თარიღთან დაკავშირებით, მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა პროექტი - „გვესაუბრება ილია ჭავჭავაძე“ განახორციელეს. ისინი აქტივობაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - თამარ კიმოთიძოს ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.
მათ ილია ჭავჭავაძის შესახებ ცოდნა გაიღრმავეს, გარდა ამისა, საინტერესოდ ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა შემოქმედებითი შესაძლებლობებიც გამოავლინეს და როლები წარმატებით მოირგეს.
იხილეთ ფოტოები: