
დავით გურამიშვილის სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოს საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა სასწავლო შემართებასა და აკადემიურ მიღწევებზე აისახება, შესაბამისად, სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს.
ახლახან, სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს - ანი ცერცვაძესს და ქეთევან თადიაშვილს ოქროს მედლები საზეიმოდ გადაეცათ.
მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მეგი სულაშვილმა. მედალოსნებს მიულოცეს პედაგოგებმაც.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა კი წარმოადგინეს მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია.
საგურამოს საჯარო სკოლის დირექცია და სასკოლო საზოგადოება კიდევ ერთხელ ულოცავს ანი ცერცვაძეს და ქეთევან თადიაშვილს ოქროს მედალოსნობას და უსურვებს წარმატებებს.
იხილეთ ფოტოები: