
თელავის N6 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.
მათ შორის, სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეული მოეწყო. მის ფარგლებში, XI კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაციები მოამზადეს და ილია ჭავჭავაძის განვლილი ცხოვრებიდან მათთვის აქამდე უცნობ დეტალებზე ისაუბრეს. მათ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ნათია მაისურაძე ხელმძღვანელობდათ.
გარდა ამისა, მოსწავლეებმა, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის - ეკა კობიაშვილის ხელმძღვანელობით, ილიას ბრძნული გამონათქვამები და პუბლიცისტური წერილები განიხილეს და მათზე იმსჯელეს.
„სწავლების კარგად წარმართვაზე დამოკიდებულია არამც თუ სვე-ბედი მარტო მომავალის თაობისა, არამედ სვე-ბედი თვით ქვეყნისაც, რადგან ქვეყნის მომავალი, მომავალი თაობის კუთვნილია და მაშასადამე, მის ხელთ იქმნება“,- სკოლაში ილია ჭავჭავაძის ეს სიტყვები ისმოდა.
იხილეთ ფოტოები: