ზემო თხილნარის საჯარო სკოლაში „მანდარინობის ფესტივალი“ გაიმართა
11-12-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილნარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული. 

იქ ახალგაზრდებისთვის დადებითი განწყობის შექმნასა და გახალისებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი, სხვადასხვა აქტივობა ეწყობა. 

ამჯერად, სკოლაში „მანდარინობის ფესტივალი“ გაიმართა. მის ფარგლებში, მოსწავლეებმა კექსები, მაფინები, მურაბები და წვენები დაამზადეს.

გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ბროშურები დაარიგეს და საზოგადოება ამ ხილის ჯადოსნურ თვისებებში კიდევ ერთხელ დაარწმუნეს. 

აქტივობები პედაგოგ ნათია კეკენაძის ხელმძღვანელობით გაიმართა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203