ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, „სწავლა კეთებით“ მეთოდის გამოყენებით, ქიმიაში შთამბეჭდავი ღია გაკვეთილი ჩაუტარდათ
11-12-2024

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდსა და სტრატეგიას იყენებენ და მოსწავლეებს გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ. 

მათ შორის აღსანიშნავია, ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებლის - ნაირა ბერულავას VIII კლასში ჩატარებული ქიმიის ღია გაკვეთილი, სწავლა კეთებით მეთოდის გამოყენებით, თემაზე - „ნარევების დაყოფის ხერხები“. 

გაკვეთილი წინარე ცოდნის შეფასებით დაიწყო. მასწავლებელმა გაკვეთილზე გამოიყენა არაერთი აქტივობა: კროსვორდის შევსება, შესასვლელი ბილეთები, სქემის საშუალებით ნარევების დაყოფის ხერხები.

ჯგუფურ მუშაობაში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ და იმუშავეს სხვადასხვა საკითხზე.

მოსწავლეებმა მასწავლებლის მითითებით განახორციელეს ქიმიური ცდები. ისინი პროექტორის საშუალებით გაეცნენ კრისტალიზაციისა და ქრომატოგრაფიის მეთოდებს. საინტერესოდ ისაუბრეს მათ გამოყენებაზე ყოველდღიურ ცხოვრებაში. დასასრულს, მოსწავლეებს დაურიგდათ გასასვლელი ბარათები.

ღია გაკვეთილს სკოლის დირექტორი, ნანა ჯგერენაია და პედაგოგები ესწრებოდნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203