საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საახალწლო-საშობაო სამზადისი დაიწყო
11-12-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საახალწლო-საშობაო სამზადისია.

გიმნაზიის ფოიეში მოირთო სავიზიტო ნაძვის ხე.

ასევე, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, უახლოეს მომავალში მოირთვება გიმნაზიის მთავარი ნაძვის ხე ღია სცენაზე.

აღსანიშნავია, რომ სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა განწყობასა და მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ. ამის ნათელი მაგალითია წინასაახალწლო ფუსფუსი და ზღაპრული გარემო, რომელიც, გიმნაზიაში, ტრადიციულად ყოველ წელს ეწყობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203