
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო, შედეგზე ორიენტირებულ და მამოტივირებელ აქტივობებს სთავაზობენ.
ერთ-ერთი ასეთი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნინო სოლომონიძე გახლავთ. ის სასწავლო პროცესს სხვადასხვა აქტივობითა და პროექტით ამრავალფეროვნებს.
ამჯერად, მისი ხელმძღვანელობით, მე-8 კლასის მოსწავლეებმა პოსტერი - „ზმნა. სერიები და მწკრივები“ დაამზადეს. მოსწავლეებმა გულმოდგინედ იმუშავეს, სერიები და მწკრივები, კითხვები საკუთარი ხელით გამოწერეს და თვალსაჩინო სასწავლო რესურსი დაამზადეს.
აქტივობამ დიდი წარმატებით ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: