„ოქროსფერი შემოდგომა“ - მაღლაკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი გასვლითი გაკვეთილი 
11-12-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N2 საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა შემოდგომა საინტერესო გასვლითი ღონისძიებით გააცილეს. 

მოსწავლეთა საგაკვეთილო აქტივობა - „ოქროსფერი შემოდგომა“ „მათეს მარანში“ გაიმართა.

მოსწავლეებმა გაკვეთილი გადაიტანეს სივრცეში, სადაც კარგადაა წარმოჩენილი შემოდგომის სიუხვე და მრავალფეროვნება. ამავდროულად, ჩურჩხლების ამოვლების პროცესში მიიღეს მონაწილეობა და ნახეს შემოდგომასთან დაკავშირებული ბევრი საინტერესო სანახაობა.

მოსწავლეებისთვის მარანში სტუმრობა მეტად საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა, ნახეს თუ რაოდენ მრავალფეროვანი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

აქტივობა კლასის ხელმძღვანელმა - ფიქრია გომართელმა დაგეგმა.

„წარმატებები მას და მის პატარებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარეთ მოსწავლეთა აქტიურობა და პედაგოგის შემოქმედებითობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203