„ემიგრანტი დედის ოცნება და რეალობა“ - ნამაშევის საჯარო სკოლის პედაგოგმა - ნორა ონიანმა, მე-9 კლასელებთან ერთად, საინტერესო პროექტი განახორციელა
11-12-2024

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავალო პროცესი მიმდინარეობს, ხორციელდება არაერთი პროექტი და საგანმანათლებლო ღონისძიება, რაც ბავშვების მრავალმხრივ განვითარებასა და თვალსაწიერის გაფართოებას ემსახურება. 

ახლახან, ნამაშევის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ნორა ონიანმა IX კლასში განახორციელა პროექტი - „ემიგრანტი დედის ოცნება და რეალობა“.

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ემიგრანტი დედების რთულ ცხოვრებაზე, მათ ოცნებებსა და რეალობაზე, გააკეთეს ჩანახატები.

პროექტი, რომელიც ეხებოდა ემიგრაციაში წასული ქართველი დედების რეალობას, საკმაოდ აქტუალური და საინტერესო აღმოჩნდა. მოსწავლეებმა მოძიებული მასალა და წერილები გაუზიარეს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, მოაწყვეს დისკუსია და დაამზადეს კედლის გაზეთი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203