მულახის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შიდასასკოლო კონფერენცია ჩატარდა
11-12-2024

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლაში ,10 დეკემბერს, მესტიის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, მოსწავლეთა I სამეცნიერო კონფერენციის - „ჩემი სვანეთი“ ფარგლებში, შიდასასკოლო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციის მომხსენებლები იყვნენ მარიამ ქურდიანი (მე-9 კლასი), ნინო ქურდიანი  (მე-10 კლასი), ნინო ნავერიანი (მე-10 კლასი) და გიორგი მარგიანი (მე-9 კლასი). 

მოსწავლეები კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ. მარიამ ქურდიანის საპრეზენტაციო თემა გახლდათ - „სამშენებლო კირის გამოწვის ტრადიცია მე-19-მე-20 საუკუნეებში ზემო სვანეთში“, ნინო ქურდიანმა ისაუბრა თემაზე - „ეგნატე გაბლიანი- ჩვენი კუთხის სასიქადულო მამულიშვილი“, ნინო ნავერიანი აუდიტორიის წინაშე წარდგა თემით  - „თავდაცვითი სისტემა და ნაგებობანი გვიანდელი შუა საუკუნეების მულახში“, ხოლო გიორგი მარგიანის მოხსენება მოიცავდა საკითხს - „ჩრდილო კავკასიელი ხალხების თავდასხმა მულახის თემზე შუა საუკუნეებში“.

სკოლაში ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ -  ჯორჯი გუჯეჯიანი და მაკა მინდიაშვილი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203