ლემშვენიერას საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი ინტელექტუალური თამაშის ფინალშია 
11-12-2024

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში წახალისებულია. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და წარმატებაც სახეზეა. 

VIII კლასის მოსწავლეებმა გუნდურ ინტელექტუალურ თამაშში - „ტვინების ბრძოლა“ წარმატებით იასპარეზეს და ფინალში გავიდნენ. 

ფინალური შეხვედრა 15 დეკემბერს გაიმართება. გუნდურად მოასპარეზე წარმატებული მოაზროვნეები ერთმანეთს საქართველოს ჩემპიონის ტიტულისათვის შეერკინებიან.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და გამარჯვებას უსურვებენ. 

„ჩემო ძვირფასებო ვხარობ, ვტკბები და ვამაყობ თქვენი წარმატებებით! დაველოდოთ 15 დეკემბერს!“,- სიამაყით აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203