ლემშვენიერას საჯარო სკოლის ლოგოს შექმნის კონკურსში VIII კლასის მოსწავლე ელენე ხერგიანმა გაიმარჯვა
11-12-2024

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის ლოგოს შექმნაზე თავად მოსწავლეებმა იმუშავეს. 

სკოლას გამოცხადებული ჰქონდა კონკურსი სკოლის ლოგოს შექმნაზე. მოსწავლეებმა ნათლად გაიაზრეს, რომ ლოგო წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულებას, მის ღირებულებებს და საზოგადოებას, რომელსაც ემსახურება და კონკურსში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

კონკურში გაიმარჯვა VIII კლასის მოსწავლე ელენე ხერგიანმა. მისი შექმნილი ლოგო საინტერსოა და კარგად გამოხატავს ლემშვენიერას საჯარო სკოლის ღირებულებებს. 

„მადლობას ვუხდით ელენეს გაწეული შრომისათვის და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალშიც!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლის შემოქმედებითობა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203