ტყიბულის N6 სკოლის მე-2 კლასელი დემეტრე აბულაძის წარმატება და დამსახურებული სერტიფიკატი
11-12-2024

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში ახალისებენ და ზრუნავენ ბავშვების მრავალმხრივ განვითარებაზე. მოსწავლეებიც ატიურობით გამოირჩევიან და მასწავლებლების სიმაყის საფუძველს ხშირად აძლევენ. 

მათ შორისაა, II კლასის მოსწავლე დემეტრე აბულაძე, რომელმაც მენტალური არითმეტიკის სკოლა „ნობელის“ მე-2 დონე წარმატებით დაასრულა და სერტიფიკატი გადაეცა. 

მოსწავლის დამრიგებელი და მათემატიკის მასწავლებელი მარინა ტურაბელიძე-ჭანტურიძე გახლავთ. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, დემეტრე წარმატებული და პასუხისმგებლობით აღსავსე მოსწავლეა, რომელიც მაღალი სასწავლო შემართებით გამოირჩევა. 

„ის დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება სწავლის პროცესს. არის მოტივირებული და აქტიური მოსწავლე. წარმატებებს ვუსურვებთ ნიჭიერ დემეტრეს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203