„სკოლა, ოჯახი, საზოგადოება. გარდატეხის ასაკი მოზარდებში“ - ილემის საჯარო სკოლაში დებატები გაიმართა 
11-12-2024

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს კრიტიკულ აზროვნებას ასწავლიან. 

ახლახან, მე-7 და მე-9 კლასებს შორის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - მარეხ ფორჩხიძის ხელმძღვანელობით, გაიმართა დებატები თემაზე - სკოლა, ოჯახი, საზოგადოება. გარდატეხის ასაკი მოზარდებში.

დებატები საინტერესოდ მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა. მოსწავლეებმა იმსჯელეს საკითხზე, დაასაბუთეს საკუთარი მოსაზრება და საინტერესო დასკვნებიც გამოიტანეს.

დებატებში ექსპერტების პოზიციით ჩართულნი იყვნენ მე-11 კლასის მოსწავლეები და სხვადასხვა საგნის მასწავლებლები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203