ახმეტის N1 სკოლის მოსწავლეები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
11-12-2024

ახმეტის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის მე-10 კლასის მოსწავლეებს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

კომპიუტერები ახალგაზრდებს ახმეტის  მუნიციპალიტეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა და ახმეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მანანა ნადიბაიძემ გადასცეს.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ, ახალგაზრდებს უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა. 

„ახმეტის N1 საჯარო სკოლა ულოცავს მე-10 კლასის მოსწავლეებს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203