მაჭატიის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი ფრენბურთში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური ტურის გამარჯვებულია
11-12-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში წახალისებულია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა სპორტულ მიღწევებზე აისახება. 

მაჭატიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალქალაქში ჩატარებულ სასკოლო სპორტული ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს. ფრენბურთის დასკვნით შეხვედრაში კი ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ფინალში 7 გუნდი მონაწილეობდა. 

საპრიზო ადგილზე გასული გუნდის წევრებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიისაგან სიგელები გადაეცათ.

გამარჯვებული გუნდი რეგიონალურ თამაშებში მიიღებს მონაწილეობას. რეგიონულ თამაშში საპრიზო ადგილზე გასული გუნდი კი საქართველოს პირველობაზე იბრძოლებს, გამარჯვების შემთხვევაში კი საერთაშორისო შეჯიბრებაში იასპარეზებს.

ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...