ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები მედიაწიგნიერების ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
10-12-2024

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მედიაწიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ, მათ ყალბი და ნამდვილი ინფორმაციის გარჩევას და ინტერნეტში ქცევის წესებს ასწავლიან. 

შესაბამისად, სკოლა მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულს აქტიურად შეუერთდა. კვირეულის ფარგლებში კი კომუნიკაციების კომისიამ სკოლებს ახალი კონკურსი -მედიაწიგნიერების ოლიმპიადა შესთავაზა.

ტყიბულის N6 საჯარო სკოლამ შექმნა გუნდი და კონკურსის ფარგლებში შემოთავაზებული ნამუშევრები წარადგინა კომუნიკაციების კომისიაში.

ოლიმპიადაში აქტიური მონაწილეობისათვის სკოლის მოსწავლეები კომუნიკაციების კომისიამ სერტიფიკატებით დააჯილდოვა. მოსწავლეებს აღნიშნული სერტიფიკატები სკოლის დირექტორმა, მაკა გაბელაშვილმა პირადად გადასცა და წარმატებები უსურვა მათ.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კვირეულის აქტივობების მომზადება-ჩატარებაში მხარდამჭერები იყვნენ კლასის ლიდერები და დამრიგებლები. აქტივობას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე, დოდო ქათამაძე და ინფორმატიკის მასწავლებელი ცირა გეწაძე.

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203