ტყიბულის N6 სკოლის მე-2 კლასელმა გიორგი ონიანმა საჭადრაკო ტურნირში წარმატებით იასპარეზა 
10-12-2024

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა მიღწევები დირექციისა და პედაგოგებისთვის საამაყო და სასიხარულოა. 

ამჟამად, სკოლაში, მე-2 კლასელი გიორგი ონიანის წარმატებას აღნიშნავენ 

სკოლის II კლასის მოსწავლემ საჭადრაკო ტურნირში - „ნინო ხურციძის მემორიალი“, 8 წლამდე ჭაბუკთა შორის, წარმატებით იასპარეზა. ტურნირი 5 ოქტომბერს ვანში ჩატარდა. 

მოსწავლემ შეჯიბრებაზე მესამე ადგილი დაიკავა. მე-2 კლასელის მწვრთნელი იუზა დოლიძე გახლავთ, დამრიგებელიკი მარინა ჭანტურიძე. 

გიორგი ონიანი დაჯილდოვდა შესაბამისი მედლითა და სიგელით.

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„წარმატებები და უამრავი გამარჯვება პატარა მოჭადრაკეს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203