გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლაში ბულინგთან ბრძოლის კვირეული გაიმართა
10-12-2024

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ახლახან, სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი პირის ინიციატივით, ბულინგთან ბრძოლის კვირეული გაიმართა.

კვირეულში სხვადასხვა საგნის მასწავლებლები აქტიურად მონაწილეობდნენ. მათ თემები მოამზადეს და პროექტ-გაკვეთილები დაგეგმეს, რომლებზეც ბულინგის სხვადასხვა სახეები განიხილეს.

პედაგოგებმა მოსწავლეებს გააცნეს ბულინგის პრევენციის გზები და საშუალებები, მოისმინეს მოსწავლეთა მოსაზრებები, პრეზენტაციები და ესეები, ნახეს ფილმები ბულინგსა და ძალადობაზე.

მოსწავლეებმა დასკვნით ღონისძიებაზე მიღებული ცოდნა შეაჯამეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203