ახალქალაქის N4 სკოლის პედაგოგმა - თაგუშ სარგისიანმა და მისმა მოსწავლეებმა ჰოვანეს თუმანიანის შემოქმედება ქართულ ენაზე გააცოცხლეს
10-12-2024

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ახლახან იქ, გამოჩენილი სომეხი მწერლის ჰოვანეს თუმანიანის 155-ე წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 

აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიისა და ახალქალაქის რესურსცენტრის ორგანიზებულ კონკურსში ამავე სკოლის სომხური ენის პედაგოგი თაგუშ სარგისიანი მონაწილეობდა. 

კონკურსის ფარგლებში, ის, როგორც ყველაზე კრეატიული სასწავლო პროექტის ავტორი, ადგილბრივი თვითმმართველობისგან სპეციალური პრიზითაც დაჯილდოვდა. 

თაქუშ სარგისიანმა გამარჯვებული პროექტი, სკოლის ადმინისტრაციის ხელშეწყობით, სკოლაში განახორციელა. პროექტი მოიცავდა ჰოვანეს თუმანიანის მოთხრობის - „მატყუარას" ქართულ ენაზე გაცოცხლებას და თეატრალური წარმოდგენის დადგმას. 

სპექტაკლი ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა და მაყურებლის დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203