დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მე-3 კლასში „პეპი გრძელწინდას საღამო“ ჩატარდა
10-12-2024

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. 

ახლახან, იქ საბავშვო მწერლის - ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე აღნიშნეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მესამე კლასში მწერლის იუბილეზე ნაწარმოებების განხილვა ტრადიციად იქცა.

ამჯერად კი, დამრიგებლისა და ხელოვნების მასწავლებლის ორგანიზებით, „პეპი გრძელწინდას“ საღამო ჩატარდა. მთელმა კლასმა წაიკითხა და დაამუშავა ნაწარმოები, რომელიც ყველა ბავშვისთვის საყვარელ თავგადასავლად რჩება.

ბავშვებმა საყვარელი ეპიზოდები სასკოლო საზოგადოების წინაშე წარადგინეს, მოირგეს პერსონაჟის როლები და მოაწყვეს გამოფენა.

ღონისძიების ბოლოს, დამრიგებელმა და ხელოვნების მასწავლებელმა ბავშვებს მოტივაციისთვის სიგელები გადასცეს.

„ღონისძიება იყო იყო ინტეგრირებული ხელოვნებასთან, ჩატარდა სახალისო ვიქტორინა. მადლობა ბავშვებს, მშობლებს, სკოლას ღონისძიების მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებული მადლობა ანდრია კახიანს, ვილა-ვილეკულას შექმნისთვის. მადლობა თიკუნა დიასამიძესა და ეკა ფილფანს“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ვიდეოები:

ვიდეო 

ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203