ჩოლურის საჯარო სკოლაში სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებები გაიმართა 
10-12-2024

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლაში სპორტის პოპულარიზაციას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, არაერთი სპორტულო-გასართობი აქტივობა და ღონისძიება იმართება. 

ამჯერად, სკოლაში, საინტერესო და სახალისო სპორტული ღონისძიება ჩატარდა.

აღნიშნულ ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ მეგობარი ფანაგის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები. შეჯიბრებები გაიმართა სპორტის შემდეგ სახეობებში: გეზბრენი, მინი ფეხბურთი, ფრენბურთი, სადაც თამაშობდნენ შერეული გუნდები.

მოსწავლეებმა სპორტული შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო კი ხალისიანად გაატარეს.

„გაიმარჯვა მეგობრობამ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები სკოლების დამეგობრებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


იხილეთ ვიდეო1

იხილეთ ვიდეო2

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203