„საქართველო ოქროს საწმისია“ - მრავალფეროვანი ღონისძიება ოზაანის საჯარო სკოლაში
10-12-2024

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლაში აქტიურად იმართება საინტერესო ღონისძიებები, რომლებშიც მოსწავლეები დიდი შემართებით, ხალისითა და ენთუზიაზმით მონაწილეობენ.

ამჯერად, მესამე და მეოთხე კლასის ხელმძღვანელმა, მუსიკის მასწავლებელმა ჩაატარა ღონისძიება - „საქართველო ოქროს საწმისია“. 

ღონისძიება 29 ნოემბერს გაიმართა და გაჯერებული იყო საინტერესო პრეზენტაციით, ლექსებითა და სიმღერებით. 

მოსწავლეებმა მხიარულად გააცილეს ოქროსფერი შემოდგომა და დღე დაუვიწყარად გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203