კიწიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო დისკუსია გამართეს 
10-12-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კიწიის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მასში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში, კიდევ ერთი საინტერესო აქტივობა ჩატარდა. 

მე-9 და მე-10 კლასელების მონაწილეობით სკოლაში გაიმართა დისკუსია თემაზე: სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის „დავით დადიანის“ ოჯახი.

მოსწავლეებმა ცოდნა წარმოაჩინეს, საინტერესოდ ისაუბრეს და მსჯელობის უნარები გამოავლინეს.

კიწიის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის მოსწავლეებს და მათ ხელმძღვანელს - ქართული ენის მასწავლებელს - მანანა კაკულიას გაწეული შრომისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203