შავღელეს საჯარო სკოლის მოსწავლეთა დაუვიწყარი „მოგზაურობა კოსმოსში“
10-12-2024

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე ზრუნავენ და მარავალფეროვან და სახალისო აქტივობებს სთავაზობენ. 

სკოლაში მოსწავლეებისთვის მორიგი დაუვიწყარი დღე მოეწყო. სკოლაში მოძრავ პლანეტარიუმს უმასპინძლეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ბავშვები დიდი ინტერესით გაეცნენ კოსმოსის საიდუმლეობას, პლანეტებს, ყველა სეანსი გაოცების წყარო იყო. თითეული მონაწილე კმაყოფილი დარჩა ნანახით. 

„მადლობა, მშობლებს მოსწავლეთა მაღალი ჩართულობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203