ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებასა და შემოქმედებას შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა 
10-12-2024

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება. 

მათ შორის აღსანიშნავია, შთამბეჭდავი ლიტერატურული ღონიძიება, რომლითაც პოეტთა მეფის - გაკალტიონ ტაბიძის დაბადების დღე აღინიშნა.

ელვარე და ოქროსფერი ნოემბერი, ის თვეა როცა ბგერების ღმერთის დაბადების დღეს ვზეიმობთ. ამ ბედნიერ დღეს მიეძღვნა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში.

ღონისძიება მეტად საიტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა დიდი პოეტის შემოქმედებას ხოტბა შეასხეს და მისი უკვდავი ლექსები მხატვრულად წაიკითხეს. 

ექვსმა მე-6 კლასელმა მოსწავლემ, მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ მაია იასეშვილთან ერთად, აახმიანა გალაკტიონის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი სურათები და პოეტური შედევრები, აჟღერდა გალაკტიონის ლექსებზე შექმნილი სიმღერები.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203