ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იმიტირებული, ლიტერატურული სასამართლო პროცესი გამართეს
10-12-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.

ახლახან, მოსწავლეებმა იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს და ლიტერატურული პერსონაჟი გაასამართლეს. 

VIII კლასის მოსწავლეებმა ნაწარმოების შესწავლის შემდეგ როლები საინტერესოდ მოირგეს და მოაწყვეს ილია ჭავჭავაძის მოთხრობის „კაცია-ადამიანის“ მთავარი პერსონაჟის სასამართლო განხილვა. 

მოსწავლეებმა ვერდიქტიც გამოიტანეს - ლუარსაბი დამნაშავედ ცნეს და მიუსაჯეს
საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობა, მათ შორის მცირე სკოლის
დააარსება და ახალგაზრდებისათვის წიგნების შეძენა.

„ვფიქრობ, ეს ყოველივე ღრმად აღიბეჭდება მათ მეხსიერებაში და ხელს შეუწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას“,- აღნიშნავს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია აბულაძე და აქტივობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203