ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უნივერსიტეტის სასწავლო პროცესთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინეს
18-06-2018
ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის პროგრამის ფარგლებში გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. სკოლაში სტუმრად იმყოფებოდნენ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები - კახა კუპატაძე (ადმინისტრაციის ხელმძღვანელი), მარიამ როდონაია (მედიცინის ფაკულტეტის კლინიკური დეპარტამენტის სპეციალისტი - სტუდენტი-ტუტორი), მირანდა ბეჭვაია (ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი - ხარისხის განვითარების ცენტრის ავტორიზაციის სტუდენტ-ექსპერტი) და სოფიო იდაძე (იურისტი -ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი - ხარისხის განვითარების ცენტრის ავტორიზაციის სტუდენტ-ექსპერტი).
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატით წარიმართა. მოსწავლეებმა სპეციალობებთან და უნივერსიტეტის სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სხვადასხვა კითხვაზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს