ჯიხანჯურის საჯარო სკოლის მე-2 კლასელები სახალისო-შემეცნებითი ვიზიტით ღვინის მარანს სტუმრობდნენ
10-12-2024

ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლის პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი მოსწავლეების განვითარებასა და მოტივირებაზე ყოველდღიურად ზრუნავს. 

ამ მიზნით, ისინი სხვადასხვა აქტივობას ახორციელებენ. ამჯერადაც, მე-2 კლასის მოსწავლეებისთვის, დამრიგებელ - მარიამ ბერიძის ხელმძღვანელობით, სკოლაში ფოტოსესია გაიმართა.

გარდა ამისა, მოეწყო გასვლითი ღონისძიებაც. პატარები ბათუმში, მახინჯაურში, „ბერიძეების მარანში“ იმყოფებოდნენ. 

თითოეულმა აქტივობამ ძალიან ნაყოფიერად და სასიამოვნოდ ჩაიარა. მოსწავლეები დადებითი შთაბეჭდილებებით დაიტვირთნენ და დრო შინაარსიანად გაატარეს. 

იხილეთ ვიდეო და ფოტო:

ვიდეო  

ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203