ორლოვკის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ „პლანეტას“ წევრები შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საგანმანათლებლო ღონისძიებით გამოეხმაურნენ
10-12-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, სკოლის სამოქალაქო კლუბ „პლანეტას“ წევრები შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს გამოეხმაურნენ. მათ თემატური პრეზენტაცია - „შიდსი“ გამართეს. მოსწავლეებმა თემის აქტუალობაზე, ასევე აღნიშნული დაავადებებისგან გამოწვეულ პრობლემებზე, გავრცელებასა და პრევენციულ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

სამოქალაქო კლუბ „პლანეტას“ ხელმძღვანელი ვარდანუშ სეირანიანი გახლავთ. 

„შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 1 დეკემბერს აღინიშნება. იყავით ჯანმრთელი და ინფორმირებული“,- აღნიშნეს ღონისძიებაზე. 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203