„ექსტრავერტი და ინტროვერტი“- მარტუნის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეთა სამაგალითოდ შესრულებული კომპლექსური დავალება 
10-12-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

ამჯერად, სკოლის სომხური სექტორის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენის გაკვეთილზე კომპლექსური დავალება - „ექსტრავერტი და ინტროვერტი“ შეასრულეს. მათ ყურადღება სწორედ ამ ორი ტიპის ადამიანებზე გაამახვილეს. 

ისინი აქტივობაში ქართული ენის მასწავლებლის - გურამ მურმანიშვილის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. 

„მოსწავლეები ასეთი ტიპის დავალებებს ხალისით და დიდი შემართებით ასრულებენ და შემოქმედებით პროდუქტს ქმნიან“,- ამბობს ქართული ენის მასწავლებელი გურამ მურმანიშვილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203