„სახელმწიფოს არსი და ბიუჯეტი“ - ოზურგეთის N2 სკოლის მე-9 კლასელთა შთამბეჭდავი ინტეგრირებული გაკვეთილი
10-12-2024

ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას მრავალფეროვან მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ. 

მათ შორის აღსანიშნავია მე-92 კლასის მოსწავლეთა მათემატიკისა და მოქალაქეობის ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე - „სახელმწიფოს არსი და ბიუჯეტი“.

გაკვეთილს პედაგოგები - ნატალია რამიშვილი და გიორგი თოიძე ხელმძღვანელობდნენ. 

გაკვეთილი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა, მოიცავდა მრავალფეროვან აქტივობებს და საინტერესო სასწავლო რესურსებს. 

„წარმატებული და შთამბეჭდავი გაკვეთილი“,- ასე აფასებენ სკოლაში გაკვეთილს და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და პედაგოგთა შემოქმედებითობა. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო, ვიდეო 1

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203