ოზურგეთის N2 სკოლაში ინკლუზიურ განათლებაში მიმდინარე ცვლილებების შესახებ საგნობრივ კათედრებთან სამუშაო შეხვედრები ტარდება
10-12-2024

ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო პროცესის წარმართვაზე ზრუნავენ. 

სკოლაში, ტრადიციულად, საგნობრივი კათედრების მიხედვით, ინკლუზიურ განათლებაში მიმდინარე ცვლილებების შესახებ შეხვედრები მიმდინარეობს, რომლებსაც სკოლის მულტიდისციპლინური გუნდი ატარებს. 

შეხვედრები, მოიცავს შემდეგ საკითხებს: ინდივიდუალური სასწავლო გეგმის - გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნების განსაზღვრას, რაოდენობის განსაზღვრას, დროის დაგეგმვას და აქტივობების დაგეგმვას აღნიშნულის შესასრულებლად.

ასევე, გეგმის განხორციელების პროცესში მონიტორინგის ფურცლის წარმოებას და პორტფოლიოს შეკვრას. შეხვედრებს უზრუნველყოფს სკოლის ადმინისტრაცია.

ამ ეტაპისთვის განხორციელდა შეხვედრა დაწყებითისა და ქართულის კათედრებთან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203